(R) ავტოინდუსტრიაში ინოვაციური აპლიკაციისთვის CARTUNE-მა Startup Drive-ის 100 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
საქართველო, თბილისი - 15:44 | 01.12.2022 ნანახია: 531
სულ მალე საქართველოში გაჩნდება ინოვაციური აპლიკაცია CARTUNE, რომელიც ავტომომხმარებლებსა და ავტოხელოსნებს ერთმანეთთან დააკავშირებს. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების, თომა ფირცხელანისა და მიხეილ თენიეშვილის, ერთი წლის წინათ გაჩენილი სტარტაპ იდეა, იმაზე მალე იქცევა რეალობად, ვიდრე მათ წარმოედგინათ. სწორედ CARTUNE გახდა „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive-ის მთავარი საპრიზო ადგილისა და 100 000-ლარიანი დაფინანსების მფლობელი. ამ გამარჯვებით ახლა უკვე შვიდი სტუდენტისგან შემდგარი გუნდისთვის ძალიან შორეული და საოცნებო ბიზნესის დასაწყისი ხვალინდელი დღის გეგმად იქცა.
თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „დღეს ყველა მცირე ბიზნესს სტარტაპს ეძახიან, თუმცა ეს ასე არ არის. მგონია, რომ, სანამ საკუთარ სტარტაპს არ შექმნი, ვერ მიხვდები, ზუსტად რაზეა საუბარი. შესაბამისად, როგორც კი Startup Drive-ის კონკურსის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. ასე გაჩნდა და დამუშავდა CARTUNE-ის იდეა. მაგრამ მხოლოდ იდეა არაფერს ნიშნავს, მთავარია, როგორ ემსახურები მას. მადლიერები ვართ, რომ „თეგეტამ“ დაინახა ჩვენი მონდომება, გაწეული შრომა და თავდადება. ეს გამარჯვება დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვიტვირთოთ ის“.
თუმცა, შრომისა და თავდადების გარდა, მთავარი, რის გამოც ჟიურიმ CARTUNE გამარჯვებულად დაასახელა, ინოვაციური იდეა და პერსპექტივაა. სტარტაპის მიზანი ავტოინდუსტრიაში Airbnb-ის შინაარსის აპლიკაციის შექმნაა, რომელიც ცხოვრებას გაუადვილებს როგორც ავტომობილის მფლობელებს, ისე ავტოხელოსნებს. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ძიების სწრაფ და მარტივ პროცესს შესთავაზებს. აპლიკაციით შესაძლებელი იქნება ავტომობილის ხელოსნების შედარება ფასის, ადგილმდებარეობის, თავისუფალი ადგილისა და სანდოობის მიხედვით. სანდოობას კი მომხმარებლის მიერ დაწერილი რეიტინგი განსაზღვრავს.
თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „მსოფლიოში CARTUNE-ის ანალოგი, რის მიხედვითაც შეგვიძლია პერსპექტივაზე ვიმსჯელოთ, უკვე არსებობს. bookmygarage.com ბრიტანული სტარტაპია, რომელიც 6 მილიონი ავტომობილის მძღოლსა და 20,000 ავტოსახელოსნოს ემსახურება, რაც, თავის მხრივ, ბრიტანული ავტოსერვისების ბაზრის 20%-ს გულისხმობს. ჩვენ ვაკვირდებით მათ განვითარებას, ბევრს ვსწავლობთ მათგან და ვცდილობთ, საქართველოს მოსახლეობას არანაკლებ ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ.
მოგებული 100 000 ლარი კი გვაძლევს საშუალებას, მეტად განვავითაროთ პროდუქტი, რათა ზუსტად დავინახოთ მომხმარებლის ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ვცდილობთ. 6 თვის ვადაში უკვე გვექნება მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პლატფორმა, სადაც 200-ზე მეტი ავტოსახელოსნო იქნება რეგისტრირებული და რომელიც მძღოლების ყოველდღიურობას გაცილებით გაამარტივებს. 6 თვის შემდეგ კი უკვე მზად ვიქნებით, დავიწყოთ გლობალური ბაზრის ათვისება“.
Startup Drive-ის ფარგლებში, ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სამთვიან სააქსელერაციო პროგრამაში. როგორც თომა ამბობს, სწორედ ამ პერიოდმა, დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კონტაქტები შესძინა, რომლებსაც დღემდე იყენებენ სტარტაპის სწორად განვითარებისთვის.
დიდ გამარჯვებასთან ერთად, CARTUNE-ის გუნდის მიზნებიც უფრო დიდი და ამბიციური გახდა. სჯერათ, რომ მომავალში საქართველოს ფარგლებსაც გასცდებიან და რეგიონში მეზობელ ქვეყნებს შესთავაზებენ ინოვაციურ პლატფორმას.
თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „ეს გამარჯვება ჩვენთვის არის ინდიკატორი, რომელიც გვაჩვენებს, რომ განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ. ახლა ყველაფერი ნათელია, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. როცა იდეაზე და მის განხორციელებაზე ფიქრს იწყებ, არ არის აუცილებელი, გზას მთლიანად ხედავდე. მეტიც, ცხოვრებაში ძალიან იშვიათია, გზა ნათლად ჩანდეს. მაგრამ ყოველთვის შეიძლება წარმოიდგინო, რა ხდება ერთი ნაბიჯით წინ. ნუ იდგებით ერთ ადგილზე, გადადგით ეს ნაბიჯი, მერე კიდევ ერთი და გზაც აუცილებლად გამოჩნდება“.
Startap Drive „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-ამდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.
აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















