საქართველოს ბანკმა 100 000-მდე ახალგაზრდისთვის განათლების შესაძლებლობა შექმნა
საქართველო, თბილისი - 10:51 | 07.12.2022 ნანახია: 564
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.
საქართველოს ბანკის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის მიღება ახალგაზრდებს აძლევს მოტივაციას, დაიჯერონ საკუთარი თავის და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება.
საქართველოს ბანკის განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები და ბენეფიციართა სია ასე გამოიყურება
-
იდეათეკა - სივრცე განათლებისთვის 6 რეგიონის 16 სკოლაში - 7 000 მოსწავლე;
-
წიგნების თაროს ონლაინ სკოლა - არაფორმალური განათლების გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის - 1 136 მოსწავლე;
-
საჯარო მეტყველების კონკურსი ინგლისურ ენაზე - სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის - 800 მოსწავლე;
-
კომაროვის STEM ბანაკი - პირველი STEM ბანაკი სკოლის მოსწავლებისთვის საქართველოში - 70 მოსწავლე;
-
ლიდერატორი - სტუდენტური დასაქმების პროგრამა საქართველოს ბანკში - 300 დასაქმებული სტუდენტი;
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ბათუმის საზღვაო აკადემიაში - სტიპენდია საზღვაო აკადემიის წარჩინებული სტუდენტებისთვის - 10 სტუდენტი;
-
ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი - ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსი სტუდენტებისთვის - 600 სტუდენტი;
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია Chevening-ის სამაგისტრო პროგრამაში - ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის სრული დაფინანსება - 23 სტიპენდიანტი;
-
საქართველლოს ბანკის სტიპენდია სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში - სწავლის სრული დაფინანსება წარჩინებული სტუდენტებისთვის - 10 სტუდენტი;
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაში - აშშ-ს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის სრული დაფინანსება - 8 სტუდენტი;
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში - ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია საუკეთესო კრეატიულ სკოლაში - 3 სტუდენტი;
-
კინგსის ოლიმპიადა - ყველაზე დიდი სასკოლო ოლიმპიადა საქართველოში - 44 327 მოსწავლე;
„საქართველოს ბანკმა მომცა შესალებლობა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის დახმარებით გავსულიყავი საერთაშორისო არენაზე და მესწავლა ისეთ უნივერსიტეტში, როგორიც Temple University-ა. სწავლის პირველი სემესტრი ძალიან რთული აღმოჩნდა. ფილადელფიაში შუა პანდემიის დროს ჩამოვედი. ფაკულტეტიც ახალი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჩემი „ბექგრაუნდი“ მაძლევდა იმედიანად ყოფნის საშუალებას, თუმცა მონაცემთა მეცნიერებასთან მანამდე შეხება არ მქონია. ეს ყველაფერი ერთიანობაში საკმაოდ რთული შესაგუებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩემი დროის უდიდესი ნაწილი მთლიანად ეთმობოდა სწავლას. მინდა ყველას ვურჩიო, რომ არ დანებდნენ, თუ ზუსტად იციან რისი გაკეთებაც უნდათ, ბოლომდე გააკეთონ ყველაფერი ამ მიზნის მისაღწევად. გზადაგზა შეხვდებათ დაბრკოლებაც, უარიც, მაგრამ ეს წინააღმდეგობა უნდა აქციონ მამოტივირებელ ძალად და არ მისცენ არავის უფლება, უარი ათქმევინონ საკუთარ მიზნებზე. ყოველი ასეთი გამოცდილება, ახალი რამის მომცემია და ხანდახან აუცილებელიც კი არის იმისთვის, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და განვითარება განაგრძო” - ამბობს Fulbright-ის პროგრამის გამარჯვებული, საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი, გუგა ბურდული.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალურად პასუხიმგებლიანი კომპანიისთვის, განათლების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ 35-მდე საგანმანათლებლო პროგრამას, არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საზღვრებს გარეთაც ვახორციელებთ, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ხარისხიანი განათლება და გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მომავალი წარმატებული კარიერისთვის. მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით უკვე 100 000 ახალგაზრდისთვის მიგვეცა განათლების შესაძლებლობა, გზა გაგვეხსნა მათთვის, ისეთ პროგრამებში ჩართულიყვენენ, მაგალითად როგორებიცაა: Chevining-ის და Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამები, სკოლის მოსწავლეებისთვის - STEM ბანაკი და კინგსის ოლიმპიადა. ასევე გამოვყოფდი იდეათეკის პროექტს, რომელიც საერთაშრისო სტანდარტების მრავალფუნქციური სასწავლო სივრცეა და მუდმივად არის ახლის სწავლისა და აღმოჩენის შესაძლებლობა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი და ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ და ამ კუთხით სამომავლოდაც არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი“, - ამბობს საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















