კრემლი ცდილობს დაარწმუნოს უკრაინელები და დასავლეთი, რომ ომი ჩიხში შევიდა - ISW
საქართველო, თბილისი - 14:48 | 17.12.2022 ნანახია: 682
ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელბულ დარტყმებსა და მინსკში პუტინისა და ლუკაშენკას დაგეგმილ შეხვედარზე.
16 დეკემბერს რუსეთის არმიამ უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მეცხრე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და კიევზე ერთ-ერთი უდიდესი სარაკეტო დარტყმები განახორციელა. რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, ახორციელებენ უფრო ძლიერ შეტევას კიევის წინააღმდეგ, რათა გამოიწვიონ საყოველთაო უკმაყოფილება უკრაინის დედაქალაქში, თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები ადგილობრივი მოსახლეობის ნებას გატეხს.
რუსეთის დარტყები სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინის მოსახლეობას, მაგრამ წარმატება ვერ მოაქვს რუსეთის ჯარებისთვის დაიწყონ შეტევითი ოპერაციები უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრ ლუკაშენკასთან დაგეგმილი შეხვედრის წინ, სავარაუდოდ, ცდილობს მიაღწიოს დათმობებს რუსეთ-ბელარუსის ინტეგრაციის მიმართულებით. ეს იქნება პუტინისა და ლუკაშენკას პირველი შეხვედრა მინსკში, 2019 წლის შემდეგ. კრემლი ცდილობს გამოიყენოს ქვეყნების სამოკავშირეო ფორმატი, რომელიც ფორმალურად არსებობს 1990-იანი წლების შემდეგ ბელარუსზე კონტროლის დასამყარებლად. თუმცა ლუკაშენკამ უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნებს ინტეგრაციის შესახებ.
პუტინის ვიზიტი მინსკში, შესაძლოა, მიანიშნებდეს იმაზე, რომ ის რეალურად მზად არის 2023 წლის ზამთარში განაახლოს იერიში უკრაინის წინააღმდეგ - ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე ან კიევზე.
ალბათობა იმისა, რომ ბელარუსი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ამ იერიშში, დიდი არ არის, თუმცა პუტინისა და ლუკაშენკას შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება რუსეთის საინფორმაციო კამპანიის მცდელობას გატეხოს უკრაინის ნება და მის მიმართ დასავლეთის მხადაჭერის მზადყოფნა.
კერძოდ, ის მიმართულია დაარწმუნოს უკრაინელები და დასავლეთის ქვეყნები, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ შეტევა ბელარუსიდან. კიევის მიმართ რუსეთის დარტყმები, ბელარუსში ჯარების გადასროლა და საომარი რიტორიკა წარმოადგენს ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილს.
ინსტიტუტის თანახმად, კრემლი, სავარაუდოდ, ვერ გატეხს უკარინელების საბრძოლო სულისკვეთებას, თუმცა შეეცდება დაარწმუნოს დასავლეთი, რომ ომი ჩიხში შევიდა და უკრაინა მეტი ტერიტორიების დაბრუნებას ვეღარ შეძლებს. ISW-ს მიაჩნია, რომ ასეთი დასკვნები არარეალურია, უკრაინას კი აქვს კარგი შესაძლებლობები უახლოეს თვეებში ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიბრუნოს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















