აბსოლუტურად სხვა გარემოებებია ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და დღეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ამაზე განსაკუთრებული აქცენტი იყოს, ათი წლის მანძილზე ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ - ვაშაძე
საქართველო, თბილისი - 13:58 | 19.12.2022 ნანახია: 474
დროა, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი – მეტი თავისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიებიების დასრულებას ეხმიანებიან.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "აბსოლუტურად სხვა გარემოებებია ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და დღეს არსებული ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ამაზე განსაკუთრებული აქცენტი იყოს".
„გვინდა, საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჰააგის სასამართლოს პროკურორმა მიიღო რუსეთთან მიმართებაში და 2008 წლის ომთან მიმართებაში. აბსოლუტურად სხვა გარემოებებია ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და გვინდა, მართლა მწუხარებით ვთქვათ, რომ დღეს არსებული ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ამაზე განსაკუთრებული აქცენტი იყოს. პრემიერ-მინისტრი საერთოდ განცხადებასაც კი არ აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით, კობახიძე, პრორუსული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი არაფერს ამბობს, რატომ? იმიტომ, რომ ათი წლის მანძილზე ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ათი წლის მანძილზე ეს ხალხი ჩვენ გვადანაშაულებდა 2008 წლის ომის დაწყებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა თქვა პროკურორმა.
პირველი, საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის და არანაირი მტკიცებულება არ არის საქართველოს დანაშაულებრივ ქმედებაზე, ბრალიც კი არ იქნა წარდგენილი ქართულ მხარესთან მიმართებაში. მეორე, ის ფრაზები, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს საქართველო, სამშვიდობოები დაბომბა – ეს ყველაფერი გაქარწყლდა და ცალსახად დღეს დადგენილია მხოლოდ რუსეთის ბრალეულობა.
ჩვენ გვაინტერესებს, აღძრეს თუ არა იგივე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებაში, რომლებიც ჰააგის პროკურორის მიერ არიან დასახელებული, როგორც ბრალდებულები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში.
მეორე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, მოითხოვოს რეპარაცია, ანუ ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წლის ომის დროს.
მე ხელში მიჭირავს გაერო-ს რეზოლუცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დაკავშირებით რეპარაციას, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ არის მიღებული და აქ არაფერი არაა ნათქვამი საქართველოზე.
მაინტერესებს, რიტორიკულად მაინც ვკითხოთ ამ ანტიქართველებს, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში, აპირებენ თუ არა მსგავსი რეზოლუციის ინიცირებას საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ფუნდამენტურად იცვლება საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა კონკრეტული აქტივობები. მინდა, მივმართო არასამთავრობო და იურიდიულ ორგანიზაციებს, მოდით, გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები, რათა ერთი მხრივ, იყოს განხორციელბული რეპარაცია, ანუ ზიანის ანაზღაურება რუსეთთან მიმართებაში და მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩამოვიტანოთ საქართველოს საკითხი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















