უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს - ანდრეი ერმაკი

საქართველო, თბილისი - 19:38 | 21.12.2022
ნანახია: 287

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქეს სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს.

"მიხეილ სააკაშვილი რთულ ვითარებაში 55 წლის იუბილეს აღნიშნავს. უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს. ვუსურვებ მიხეილ სააკაშვილს ძალას, სიმტკიცეს და სწრაფად გამოჯანმრთელებას. დაე, ყველა თქვენი უბედურება წარსულში დარჩეს, რაც შეიძლება მალე," - წერს ერმაკი ტვიტერზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე