ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება - ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთი დამნაშავე არ არის - პუტინი
საქართველო, თბილისი - 20:13 | 21.12.2022 ნანახია: 540
ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება - ტრაგედიაა, მაგრამ ეს არის არა რუსეთის, არამედ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის სურდა გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მაგრამ სტრატეგიულ მტრებს ეს არ სურდათ და საუკუნეების განმავლობაში რუსეთის დანაწევრებას ცდილობდნენ.
მისივე თქმით, უკრაინაში არსებული ვითარება იმის შედეგია, რომ მოსკოვის გეოპოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა გადაწყვიტეს ტვინი გამოერეცხათ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის და პირველ რიგში უკრაინისთვის.
„ჩვენ არ ვართ დამნაშავეები. უკრაინელებს ყოველთვის მოძმე ხალხად მივიჩნევდით და მეახლაც ასე მივიჩნევ“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები ჰქონოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მისივე თქმით, ახლა რუსეთის წინაარმდეგ ნატო-ს მთელი ბლოკია.
„კარგად არის ცნობილი, რომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენება ნატო-ს ფაქტობრივად ყველა ძირითადი ქვეყნების სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები. ამასთან, ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები რუსეთისთვის იბრძვიან მამაცურად და მტკიცედ, დამაჯერებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ წყვეტენ დასახულ ამოცანებს“, - განაცხადა პუტინმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















