საქართველოს პარლამენტმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 17:21 | 22.12.2022 ნანახია: 521
„თქვენი ჩამოსვლა მნიშნელოვანია. გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი სითბო დაგანახოთ თქვენ და დავანახოთ უკრაინელ ხალხს. თქვენ გაქვთ ახლა განსაკუთრებული პერიოდი. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ქვეყანა, ჩამოაყალიბოთ მეგობრობა თანატოლებთან, რომელიც შემდეგ წლების განმავლობაში გაგყვებათ. პარლამენტი იქნება თქვენი მეგობარი და დღეს თქვენი ვიზიტით ეს მეგობრობა შედგა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიღებაზე, რომელიც პარლამენტში საქართველოში მყოფი უკრაინელი სტუმრებისთვის გაიმართა.
ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლის 24 აღსაზრდელი და მათი მწვრთნელები საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით თბილისში წინასაახალწლო დღეებს გაატარებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, არჩილ თალაკვაძეს ბავშვების ჩამოყვანის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„როდესაც საუბარია მეგობრობის ჯგუფებზე, ეს, როგორც წესი, არის საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილი, მაგრამ ამ წელმა აჩვენა, თუ რამხელა დატვირთვა აქვს მეგობრობის ჯგუფებს. მიხარია, რომ უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა ამდენი რამ შეძლო და ასე მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთს ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებს, ხალხებს და არის გარკვეული საპარლამენტო ხიდი, რომელიც დღეს არის განსაკუთრებულად აქტიური“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს ასევე სიტყვით მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, - „ეს ვიზიტი დაგეხმარებათ, ისტორიის ამ რთულ მომენტში, როდესაც უკრაინაში ომია და უკრაინა იბრძვის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, კიდევ ერთხელ იგრძნოთ თქვენი მეგობრების ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს უყვარხართ და გვინდა, უკრაინის მშვიდობიანი ხვალინდელი დღე იყოს გარანტირებული. ჩვენ გვსურს უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა წარმართოს თავის ქვეყნის მომავალი და ამაში მთელ დასავლურ საზოგადოებასთან ერთად, უკრაინას აქვს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ ამ რთულ დღეებში საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინელი კოლეგების მიმართ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ თავის მხრივ თბილისის მერს კახა კალაძეს გადაუხადა მადლობა პროექტის ორგანიზებისა და ბავშვების ჩამოყვანაში გაწეული დახმარებისთვის. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა კი ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს მიმართა სამადლობელი სიტყვით გაწეული ძალიხსმევისთვის.
საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, უკრაინის რადას დეპუტატმა ლუდმილა მარჩენკომ კი განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობის დადასტურებაა ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკრაინის და უკრაინელი ბავშვების მიმართ იჩენს.
უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და დედაქალაქის მერიის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















