საქართველოს ბანკის ინიციატივით, სოფელ ერისიმედში ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - „იდეათეკა“ გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 13:10 | 23.12.2022 ნანახია: 511
საქართველოს ბანკის პროექტ „იდეათეკის“ ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, რიგით მეთოთხმეტე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე სოფელ ერისიმედში გაიხსნა.
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს განათლების მხარდაჭერას და მიზნად ისახავს, საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
სწორედ ამიტომ, პროექტი „იდეათეკა“, ერთი მხრივ, ქმნის მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს აქვთ წვდომა მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა შემეცნებით რესურსებზე, ინტერნეტზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე, მეორე მხრივ კი, აყალიბებს სივრცეს დისკუსიებისთვის, შეხვედრებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში განათლების დონის ამაღლებას, ეხმარება მათ ინტერესების გაღვივებასა და მომავალი პროფესიების შერჩევაში.
დღეს, აღნიშნული ინიციატივის შედეგად, საქართველოს 6 რეგიონში 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე. თუმცა, ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად საქართველოს ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.
„საქართველოს ბანკის მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიღების თანასწორი შესაძლებლობების შექმნაა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, გავზარდოთ ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, თანამედროვე რესურსებსა და ინსტრუმენტებზე წვდომა, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ახალგაზრდების ინდივიდუალურ განვითარებასა და პროფესიულ ზრდას, არამედ გრძელვადიან პერიოდში საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნის წინაპირობა გახდება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 13 სკოლაში უკვე გაიხსნა იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს 7 000-ზე მეტ მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. „იდეათეკები“ გაიხსნა შემდეგ ლოკაციებზე: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში (დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი); თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლებში;
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















