უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:07 | 26.12.2022 ნანახია: 494
საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც პრემიერმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მათ ძალიან მძიმე შრომა უწევთ, მით უმეტეს გამოწვევებით აღსავსე რეალობაში.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელი წლის მთავარი გამოწვევა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი.
„მოგესალმებით პატივცემულო ელჩებო, პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობის, პარლამენტის წევრებო. ჩემთვის დიდი დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა. მინდა, ყველს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის. ვიცი, ძალიან მძიმე შრომა გიწევთ, მით უმეტეს ამდენი გამოწვევებით აღსავსე რეალობაში. ახალ ვითარებაში, ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს განსხვავებული მიდგომების გამოყენება.
მინდა, რამდენიმე სიტყვით შევაჯამო წლევანდელი წელი. მთელი წლის მთავარი მოვლენა და მსოფლიოს მთავარი გამოწვევა იყო უკრაინის ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც რეალურად, თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. რა თქმა უნდა, მინდა, დავეთანხმო მინისტრს, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო, პირადად ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მადლობა ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს. ყველასთვის ძალიან დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს. ბუნებრივია, ამ ომს, მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. აუცილებელია ამ კონფლიქტის, აომის დროულად დასრულება. ესაა ჩვენი სურვილი. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მათი სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინელ მეგობრებს, პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს. ომის დაწყების დღიდან, ჩვენ პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე ხმამაღლა დავუჭირეთ მხარი უკრაინას, შევუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას. ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















