ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლის ციხეში სიკვდილი საქართველოს ეროვნული სირცხვილია - უკრაინაში მებრძოლი ქართველები პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ
საქართველო, თბილისი - 13:56 | 05.01.2023 ნანახია: 538
მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის შეწყალებას სთხოვენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები. ისინი ათონელის რეზიდენციასთან იკრიბებიან და ამბობენ რომ ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლის ციხეში სიკვდილი საქართველოს ეროვნული სირცხვილია. ქართველი მებრძოლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის სახელზე წერილს დატოვებენ. წერილში ვკითხულობთ:
"უკრაინაში ოკუპანტ რუსებთან მებრძოლი ქართველების მიმართვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს: როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეცხრე თვეა მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკა ვივამედში, თუმცა სახალხო დამცველის კონსილიუმისა და ამერიკელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. ის არათუ მკურნალობის პროცესს ექვემდებარება, არამედ ყოველდღიურად მძიმდება და სიცოცხლის შენარჩუნება საქართველოში ვერ მოხერხდება, აღნიშნულ პროცესს კი ფატალურ შედეგამდე მივყავართ. ჩვენ უკრაინაში საქართველოს ისტორიული მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანები, მოგმართავთ - გვერდით გადავდოთ პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება, მისცეთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და ამით გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. თქვენ გაქვთ შანსი და შესაძლებლობა, ამ ისტორიულ ეპოქაში, როდესაც გმირი უკრაინელი ხალი იბრძვის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, გადაარჩინოთ 2008 წლის ომის მთავარსარდლის სიცოცხლე, რომელზეც დღეს უკვე ღიად მთელი და საერთაშორისო სასამართლოები საუბრობენ, რომ 2008 წელს ის საქართველოს გმირ ჯარისკაცებთან ერთად იცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საყურადღებოა, მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობით, მხოლოდ ოკუპანტი რუსეთია კმაყოფილი, რასაც ღიად და დაუფარავად აღნიშნავენ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, საქართველო და საქართველოს მოქალაქეები აარიდოთ ისტორიულ სირცხვილს დანაშაულსა და ქვეყნის შიგნით დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაღრმავებას, რაც რა თქმა უნდა ვერ და არ იქნება გზა თავისუფალი სამყაროსკენ. ჩვენ ვართ ერი და სახელმწიფო, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია პირველი პრეზიდენტის დევნაში ძალადობრივი მოკვდინება, რამაც ჩვენი სამშობლო მრავალწლიანი შუღლის მორევში ჩაითრია. ისტორიის წიგნებში კიდევ ერთი მსგავსი სამარცხვინო ფაქტი არ უნდა ჩაიწეროს", - ნათქვამია წერილში
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















