სენაკში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და მიკროავტობუსს დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი

საქართველო, თბილისი - 15:01 | 12.01.2023
ნანახია: 588

სენაკში ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილი ხე მიკროავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის სამი მგზავრი დაშავდა.

სამივე დაშავებული გადაყვანილია კლინიკაში. სენაკის მერის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

სენაკის მუნიციპალიტეტში ქარმა დააზიანა ელექტროსადენები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება, წაქცეულია ხეები, რამაც შეაფერხა გზებზე მოძრაობა.


მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე