ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ორი დანარჩენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არსებითად იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელსაც უკრაინელი ხალხი უძღვება - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 12:10 | 18.01.2023 ნანახია: 321
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობამ ქართველებში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში რეფორმების ნაკლებობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა უნაკლო არ არის, მაგრამ - პრეზინდეტი დარწმუმებულია, რომ "საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მეორე "არა" მიიღოს".
სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო. მისი შეფასებით, ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა მხოლოდ რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავებაა.
"ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რომელიც ჯერჯერობით ბოლომდე არ დაფასებულა არც ქართველი მოსახლეობის და ასევე შეიძლება ჩვენი ზოგიერთი პარტნიორის მიერ, ვინც ეს ევროპული პერსპექტივა მოგვცა. რა თქმა უნდა ამავდროულად, ჩვენ არ მიგვიღია კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო. ამან გარკვეული სახის იმედგაცრუება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, რადგან მათთვის ნათელი იყო ის ფაქტი, რომ რომ ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ, შესაძლოა, უფრო შორს წავედით [ევროინტეგრაციის] გზაზე მიღებული კანონმდებლობის, შიდა რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ამ ევროინტეგრაციის გზაზე მოგზაურობის 30 წლის განმავლობაში იქნა მიღებული. ამის გამო გარკვეული იმედგაცრუება გაჩნდა მოსახლეობაში, თუმცა ამავდროულად გვესმის ის ფაქტი, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ორი დანარჩენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არსებითად იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელიც უკრაინელი ხალხი უძღვება და ერთის მხრივ არსებობდა პოლიტიკური მიზეზები იმ ფაქტში, რომ სამხედრო საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად მყოფმა ორმა სახელმწიფომ მიიღეს ეს აღიარება და საქართველო, რომელიც ასე პირდაპირ არ იყო სამხედრო საფრთხის ქვეშ, შეფასდა სხვა დამსახურებების მიხედვით, და იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზები, რატომ იქნა ეს განსხვავება გაკეთებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- „მეგობარი აქტი“ არის აბსოლუტურად მტრული აქტი, ამ შემთხვევაში ტრამპზე გაიმარჯვა „დიფ სთეითმა“ - ირაკლი კობახიძე
- ქვეყანა ღრმა კრიზისშია - ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას, ისე დასავლელ მეგობრებს, თითქოს არაფერი ხდება - გიორგი ვაშაძე
- სუს-ის ანგარიში მოსკოვშია დაწერილი - ანა ნაცვლიშვილი
- ვინმეს შეუვარდნენ და ფიზიკური ძალადობა იყო? რა მოხდა? ფიზიკური იძულება იყო? სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც - გურამ მაჭარაშვილი ჩხრეკებზე
საზოგადოება
- პაციენტებსა და მედპერსონალს საფრთხე არ ემუქრება, უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ პაციენტზე - „თოდუას კლინიკა“
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
- საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
სამართალი
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
მსოფლიო
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
- ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება
- უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
- Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში
- „თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
- Tegeta Construction Equipment-ი JCB-ს TOP 80 დილერს შორის მოხვდა - ბრიტანულმა ბრენდმა 80 წლის იუბილე აღნიშნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს