ფინეთმა უკრაინისათვის 400 მლნ ევროს მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა
საქართველო, თბილისი - 14:08 | 20.01.2023 ნანახია: 503
ფინეთმა უკრაინისათვის 400 მილიონი ევროს მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს 20 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და 590 მილიონ ევროს მიაღწევს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობის წინადადების საფუძველზე 19 იანვარს მიიღო.
ამასთან, ფინეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დახმარების კომპლექტში არ იქნება Leopard 2-ის მარკის ტანკები.
საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, გერმანია უარს ამბობს და არც ნატოს სხვა მოკავშირეებს აძლევს თანხმობას, რომ უკრაინას გერმანული მოდელის ტანკები გადასცენ.
19 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ევროპის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს "ტალინის დეკლარაციას", რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ სამხედრო დახმარება გაუწიონ უკრაინის არმიას.
დანიამ განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს თავის შეიარაღებაში არსებულ 19 ფრანგულ თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“, რომელიც ამ ტიპის იარაღებში საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში.
ესტონეთმა და ლიეტუვამ გამოაცხადეს რეკორდული დახმარების პაკეტები, ხოლო დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციასთან ერთად, უკრაინას Brimstone-ის კლასის 600 რაკეტას გადასცემს.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი არ გამორიცხავს, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს.
დღეს, 20 იანვარს "რამშტაინის" ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ათობით მოკავშირე შეიკრიბება, რომლებიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს განიხილავენ. „რამშტაინის“ ბაზაზე უკვე ჩავიდა აშშ-ის თვადაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. შეხვედრაზე მთავარი თემა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდება იქნება.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















