რუსეთის ტერორისტული ხელისუფლება აქებს საქართველოს პრორუსულ მთავრობას კომუნიკაციის აღდგენისა და გაუმჯობესებისათვის, აქებს და ხარობს - ნიკა მელია
საქართველო, თბილისი - 22:18 | 20.01.2023 ნანახია: 642
მაშინ, როდესაც რუსეთთან ფრენები იკრძალება ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც რუსებისთვის ხელის ჩამორთმევა და მოლაპარაკება ხდება სირცხვილი და მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით და ამას ხსნის მოსახლეობის ინტერესით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ტერორისტული ხელისუფლება აქებს საქართველოს პრორუსულ მთავრობას კომუნიკაციის აღდგენისა და გაუმჯობესებისათვის, აქებს და ხარობს.
„როდესაც სრულიად ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს აქცევს სანქციების ქვეშ და ეს არის პროგრესული სამყაროს პასუხი, რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე. როდესაც მიმდინარეობს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი, შავს – შავი, თეთრს – თეთრი, ოკუპანტს – ოკუპანტი და ტერორისტს ტერორისტი. როდესაც საქართველო მართალია ცივილიზებული სამყაროს წინაშე, ისე როგორც არასდროს და ჰყავს ამ სიმართლის დაცვაში პარტნიორები და თანამებრძოლები, იმდენი რამდენიც არასდროს ჰყოლია; მაშინ, როდესაც 2008 წლის რუსულ აგრესიას ჰქვია თავისი სახელი – „ოკუპაცია“ და დემოკრატიული სამყარო თანხმდება, რომ რუსეთი, არსებული ფორმაციით, ისევე როგორც ოკუპაცია, უნდა დასრულდეს. ეს რუსეთის ტერორისტული ხელისუფლება აქებს საქართველოს პრორუსულ მთავრობას კომუნიკაციის აღდგენისა და გაუმჯობესებისათვის, აქებს და ხარობს.
შეგახსენებთ, ფრენები რუსეთმა გააუქმა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვს და მის მოკავშირე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა. ფრენების აკრძალვა კრემლის აზრით იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ. ახლა კი, დაიწყო საუბარი აღდგენაზე – რითი დაიმსახურა ამ ე.წ. სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებამ?!. რუსეთს უხარია, რომ საქართველოში „ოცნების“ ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს საქართველოში, რომელმაც უთხრა რუსეთის მსახურებას „არა“, კლავს ისევე როგორც დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, უხარია რუსეთს.
„მაშინ, როდესაც რუსეთთან ფრენები იკრძალება ცივილიზებულ სამყაროში, მაშინ როდესაც რუსებისთვის ხელის ჩამორთმევა და მოლაპარაკება ხდება სირცხვილი და მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით და ამას ხსნის მოსახლეობის ინტერესით. დღეს რუსული ოცნების ხელისუფლებამ, ოფიციალურად, განაცხადა დასტური, რომ არ უერთდება ცივილიზებული სამყაროს სანქციებს რუსეთის მიმართ, პირიქით ეწინააღმდეგება და გვერდს უვლის მას. დღეს, რაც ხდება საქართველოში, უხარია რუსეთს. საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის მტრები არ დგანან მხოლოდ რუსული ოკუპაციის ხაზზთან. ისინი არიან აქაც, ამ ქალაქში, ამ მთავრობაში „ქართული ოცნების“ მმართველობის სახით. ლავროვთან და პუტინთან ერთად, ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს.
„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით რუსულ მთავრობას საქართველოში, თავისუფალ სამყაროსთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ყველგან, ყველა ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ღირსებითა და სიმართლით. მხოლოდ ასე დამარცხდება რუსეთი საქართველოში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















