იანვრის შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
საქართველო, თბილისი - 14:16 | 21.01.2023 ნანახია: 665
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს და იაპონური ბრენდის ავტომფლობელებისთვის 2023 წელსაც საინტერესო და მრავალფეროვანი შეთავაზებებით იწყებს. 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ფიზიკური პირებისთვის მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც, სერვისზე წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში, მომხმარებლები მიიღებენ 30% ქეშბექს სხვადასხვა პროდუქტზე. გარდა ამისა, განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს მათთვის, ვისაც Toyota C-HR-ის შეძენა სურს.
დასაჩუქრდით Toyota C-HR-ის შეძენისას
თუ ამ გამორჩეულ ავტომობილს 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიძენთ,, შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ საჩუქარი: TOYOTA CASCO-ს 1-წლიანი დაზღვევა ან 4 ცალი ზამთრის საბურავი. აღნიშნული შეთავაზებით ფიზიკური პირები ისარგებლებენ.
Toyota C-HR - ეს არის ურბანული ქროსოვერი, რომელიც აკმაყოფილებს ქალაქის ყველა მოთხოვნას. მოდელი გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით, ეკონომიურობითა და კომფორტით.
მათთვის კი, ვინც უკვე ფლობენ იაპონური ბრენდის ავტომობილებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს შემდეგი პროდუქტების შეძენისას:
საბურავები - რადგან ჰაერის ტემპერატურა უკვე ჩამოსცდა 0 C°-ს, აუცილებელია, რომ ასეთი ამინდის პირობებში ზამთრისათვის შესაბამისი საბურავებით გადავადგილდებოდეთ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უმაღლესი ხარისხის საბურავების შეძენის შემთხვევაში გადახდილი თანხის 30% უკან დაგიბრუნდებათ ქეშბექის სახით. აქციით სარგებლობისთვის საჭიროა სერვისზე წინასწარი ჩაწერა.
აკუმულატორები - შეთავაზებით ისარგებლებთ ასევე „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორების შეძენისას. ტემპერატურის ცვლილება გავლენას ახდენს აკუმულატორებზეც, ამიტომ რეკომენდებულია მათი დიაგნოსტირება. წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, აკუმულატორის რესურსი უფასოდ შეამოწმონ, ხოლო შეცვლის საჭიროების შემთხვევაში შეიძინონ „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორი და მიიღონ 2-წლიანი უპირობო გარანტია. გადახდილი თანხის 30% კი ქეშბექის სახით უკან დაიბრუნონ.
ანტიფრიზი - ზამთრის დადგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია ანტიფრიზის დონის შემოწმებაც. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ქეშბექის აქცია მოქმედებს ანტიფრიზის შეძენის შემთხვევაშიც. გადახდილი თანხის 30% ნათურებისა და მინისმწმენდების ყინვაგამძლე სითხის შეძენის დროსაც დაგიბრუნდებათ.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრებში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















