ბახმუტის დასაცავად უკრაინული არმიის ძალისხმევა, სავარაუდოდ, სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, მიუხედავად იმ ფასისა, რომელსაც უკრაინა იხდის - ISW
საქართველო, თბილისი - 12:31 | 22.01.2023 ნანახია: 417
ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ქალაქ ბახმუტის დასაცავად უკრაინული არმიის ძალისხმევა, სავარაუდოდ, სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, მიუხედავად იმ ფასისა, რომელსაც უკრაინა იხდის.
„იმის მიუხედავად, რომ ხარჯები, რომლებიც ბახმუტის დაცვას უკავშირდება, დიდია და სავარაუდოდ, მოიცავს ალტერნატიულ ხარჯებსაც, რომელიც უკავშირდება პოტენციურ კონტრშეტევით ოპერაციებს სხვა ადგილებში, უკრაინა მნიშვნელოვნად დიდ ფასს გადაიხდიდა, რუსული ჯარებისთვის ბახმუტის იოლად აღების შესაძლებლობა რომ მიეცა.
თავად ბახმუტს არ გააჩნია ოპერატიული ან სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ თუ კი მას რუსული ჯარი სწრაფად და იოლად აიღებდა, იმედი გაუჩნდებოდათ ფართო შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად, რომელიც უკრაინას აიძულებდა საჩქაროდ აეგო თავდაცვითი პოზიციები ნაკლებად ხელსაყრელ ტერიტორიებზე“, - ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.
ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ უკრაინის არმია მანამდე იყენებდა რუსების თანდათანობით დაღლის ანალოგიურ მოდელს, რის გამოც მცირე ტაქტიკური წარმატებების შედეგად მათი ოპერაციები გარკვეულ რაიონებში თვეების შემდეგ პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის დიდი დანაკარგებით სრულდებოდა.
„2022 წლის ზაფხულის დასაწყისში რუსეთის არმია რამდენიმე თვის განმავლობაში სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში ცდილობდა უკრაინის ეფექტური თავდაცვის გარღვევას. რუსებმა დაიკავეს ლისიჩანსკი, ამ რაიონიდან მხოლოდ უკრაინის ჯარის ორგანიზებული გასვლის შემდეგ.
თუმცა ლისიჩანსკისა და ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის დაკავება რუსეთის ძალებისთვის ოპერატიულად უმნიშვნელო მალევე აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში კი ამ რეგიონში უკრაინის თავდაცვის შედეგად ლუჰანსკის ოლქში რუსეთის შეტევა დასრულდა, რამაც დონბასში 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე რუსეთის შეტევითი ოპერაციების საერთო სტაგნაცია გამოიწვია“, - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბახმუტში უკრაინის თავდაცვა სავარაუდოდ, გამოიწვევს ანალოგიურ შედეგს და აღნიშნავენ, რომ იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ძალებს ამ რაიონში 2022 წლის მაისიდან გადაჰყავთ ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ჯერჯეობით ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებებს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა უკრაინის თავდაცვას.
ISW-ში ფიქრობენ, რომ უკრაინის ძალები ბახმუტის რაიონში ეფექტურად აკავებენ რუსეთის არმიასა და ტექნიკას და ამით რუსულ ჯარს არ აძლევენ შესაძლებლობას აწარმოონ შეტევითი მოქმედებები სხვა მიმართულებებზე.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















