გერმანიის თანხმობა თუ არ იქნება, პოლონეთი მაინც გადასცემს Leopard-ის ტიპის ტანკებს უკრაინას „მცირე კოალიციის“ ფარგლებში - მათეუშ მორავიეცკი
საქართველო, თბილისი - 15:00 | 23.01.2023 ნანახია: 505
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, ვარშავა მიმართავს ბერლინს Leopard 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნის ნებართვის მოთხოვნით, თუმცა თუ თანხმობა არ იქნება, პოლონეთი მაინც გადასცემს ტანკებს უკრაინას „მცირე კოალიციის“ ფარგლებში. ამის შესახებ მათეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მორავიეცკიმ თქვა, რომ ბერლინში თანხმობის გაგზავნის ოფიციალური მოთხოვნა "მეორეხარისხოვანი" საკითხია. მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებამ, რომ ბერლინი მზადაა, პოლონეთს მისცეს უფლება ტანკები გაუგზავნოს უკრაინას, იმედის ნაპერწკალი გააჩინა.
„ზეწოლას აქვს მნიშვნელობა. ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების კოალიციის შექმნისკენ, რომელთაც სურთ, დაეხმარონ უკრაინას ამ დრამატულ ბრძოლაში, ეფექტური აღმოჩნდა“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
მისი თქმით, გერმანიას ნამდვილად შეუძლია უკრაინის დახმარება.
„გერმანიას აქვს 350 აქტიურ Leopard-ზე“ მეტი და 200 მათგანი რეზერვშია. მათ ნამდვილად შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას, რომელიც დღეს იბრძვის. ეს არის ბრძოლა ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















