ესპანეთში, ეკლესიაზე თავდასხმას სასულიერო პირი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 4 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 12:52 | 26.01.2023
ნანახია: 320

ესპანეთში, ქალაქ ანდალუსიაში სამლოცველოსა და ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა. დაიღუპა სასულიერო პირი, დაჭრილია კიდევ ოთხი ადამიანი.

როგორც  El Pais-ი იუწყება, პროკურორის განცხადებით, მომხდარი ისლამისტური მოტივებით განხორციელებულ ტერაქტად ფასდება.

თავდამსხმელი 25 წლის მაროკოელი იასინე კანიაა. ის სან-ისიდროს სამლოცველოში შევიდა, სკანდირებდა „ალაჰისთვის“ და მორწმუნეებისგან მოითხოვდა ისლამი მიეღოთ. შემდეგ იასინე წავიდა, ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა და სასულიერო პირი მაჩეტეთი დაჭრა.

შემდეგ კი ლა პალმას ეკლესიაში შევიდა, მოაწყო არეულობა და სასულიერო პირს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა მისი დაკავება მოხერხდა.

ამის გარდა, დაშავდნენ ქუჩაში მყოფი პირები.

ამჟამად, სამართალდამცველები ადგენენ, მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი დამოუკიდებლად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე