პუტინი არავინაა, არავინ იცის რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 22:04 | 26.01.2023
ნანახია: 337

ვლადიმირ პუტინი არავინაა, არავინ იცის რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კრემლი ცრუობს, როდესაც მოლაპარაკებების შესაძლებლობას უშვებს, რაზეც მეტყველებს სარაკეტო დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ, რაც გამორიცხავს მოლაპარაკების ნებისმიერ პერსპექტივას.

 „მე ეს არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს შეხვედრა, არ მაინტერესებს ლაპარაკი. მე ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში“, - განაცხადა ზელენსკიმ შეკითხვის პასუხად - ხომ არ დაეხმარება ორი ლიდერის შეხვედრა ომის დასრულების მოახლოებას.

მისი სიტყვებით, ომი დასრულდება, როდესაც რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიას დატოვებს.

„სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩემთვის {პუტინი} არავინაა“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე