„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებამდე დარჩა სულ რაღაც ორი დღე და ვეუბნები ყველას, არ ვაპირებთ, ვინმეს სადმე გაგდებას - ლევან ხაბეიშვილი
საქართველო, თბილისი - 16:11 | 27.01.2023 ნანახია: 1665
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება დაიწყება გამარჯვებისთანავე.
„მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა. ჩვენ ამას დავიწყებთ გამარჯვებისთანავე და ეს იქნება უკვე 30 რიცხვიდან. „ნაციონალური მოძრაობიდან“ – „ნაციონალურ მოძრაობამდე“. პირველი ნაბიჯი, რასაც გადავდგამ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი. კონსულტაციების შედეგად, ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება პროცესში და გამოიყენებს როგორც საშინაო, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რესურსს, როგორც საგარეოს, ასევე ფინანსურსს.
ამასთან, პარტიაში რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდება და იქნება პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია. გენერალურ მდივანთან ჩამოყალიბდება სრულფასოვანი სტრუქტურა და მაქვს პატივი, ამ თანამდებობაზე კვლავ შემოგთავაზოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი პეტრე ცისკარიშვილი. უახლოეს დღეებში, როგორც კი გავიმარჯვებთ არჩევნებში, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, როგორ დავაკომპლექტებთ ამ სამდივნოს, რომელიც მთავარ ბრძოლაში შევა რუს ოლიგარქთან. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უკავშირდება თბილისის საქალაქო ორგანიზაციის განახლება-გაძლიერებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თბილისის პარტიული ორგანიზაცია. ამიტომ რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მათ აირჩევს საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციები. ჩვენ დავდებთ დედაქალაქის განვითარების ახლებურ გეგმას და არა ისეთს, როგორსაც გვთავაზობს კალაძე და მერია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც, ფაქტობრივად, ამ დროისთვის ქმედუუნაროა.
„ეს ორგანიზაცია უნდა გახდეს ცვლილებებისა და სიახლეების ეპიცენტრი. ახალი თაობის სამჭედლო უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ პოლიტიკური სკოლის გახსნასაც ვგეგმავთ. ასევე, ვაპირებთ რეგიონული ინფრასტრუქტურის გამართვას. რაიონული ორგანიზაციები აირჩევენ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს. ჩვენი პარტია უნდა იყოს იქ, სადაც უჭირს ქართველ ხალხს და ძალადობს რუსი ოლიგარქი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი და ეს რესურსი სრულად უნდა იყოს ათვისებული.
„ვაპირებთ საკრებულოების წევრების ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესი და ეს ორგანიზაცია გახდეს მუდმივმოქმედი. ამ კონგრესში კარი ყველასთვის ღია იქნება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება სიახლე და ბიუჯეტის განკარგვა მოხდება პროექტულად. ენმ-ის ყრილობა, სადაც საჯარო პირობებში დაამტკიცებს ყველა საჭირო ცვლილებებს, რომელიც ჩვენს პარტიას გაუხსნის ახალ სუნთქვას. უნდა შევქმნათ ჯარი, რათა ფრონტის ხაზზე გავიდეთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებამდე დარჩა სულ რაღაც ორი დღე და ვეუბნები ყველას, მათ შორის ოპონენტებს და მათ მხარდამჭერებს, არ ვაპირებთ, ვინმეს სადმე გაგდებას, არ ვაპირებთ, ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ. გამარჯვებისთანავე ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საქმე, ეს არის რუსი ოლიგარქის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ნიკა გვარამიას თავისუფლება და ჩვენი პოლიტპატიმრების თავისუფლება. შესაბამისად, ყველამ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ერთად მოგვიწევს ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და არავინ არცერთ თანამდებობას არ დატოვებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















