პუტინი დამემუქრა, არ მინდა ტკივილი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებაო - ბორის ჯონსონი

საქართველო, თბილისი - 12:14 | 30.01.2023
ნანახია: 338

უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბრის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონონს სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი საუბრობს დოკუმენტურ ფილმში „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, რომელიც ტელერახ BBC 2-ზე 30 იანვარს გავა.

 „რაღაც მომენტში ის {პუტინი} თითქოს დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ტკივილი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, ან რაღაც ამდაგვარი“, - თქვა ჯონსონმა.

BBC იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი 2022 წლის თებერვალში შედგა, პუტინის კომენტარი კი მოჰყვა ჯონსონის გაფრთხილებას, რომ უკრაინაში ომს კატასროფული შედეგები ექნებოდა.

„ვფიქრობ, რომ მისი {პუტინის} ძალიან მშვიდი ტონის გათვალისწინებით, რაც მას ჰქონდა, ის უბრალოდ თამაშობდა ჩემი მცდელობებით დამერწმუნებინა მოლაპრაკებებზე“, - თქვა ჯონსონმა.

ჯონსონი ასევე ცდილობდა პუტინს გაეგო, რომ უკრაინა უახლოეს პერიოდში არ გაწევრიანდებოდა ნატო-ში და აფრთხილებდა მას, რომ ნებისმიერი შეჭრა იქნებოდა „მეტი და არა ნაკლები ნატო“ რუსეთის საზღვრებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე