გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის - ოლაფ შოლცი

საქართველო, თბილისი - 14:16 | 30.01.2023
ნანახია: 273

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინაში მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო თვითმფრინავების საკითხი არც კი გააქტიურებულა.

"შემიძლია, მხოლოდ გირჩიოთ, არ ჩაერთოთ მუდმივ სავაჭრო ომში, როდესაც საქმე იარაღის სისტემებს ეხება. როგორც კი ტანკებზე გადაწყვეტილება მივიღეთ, გერმანიაში ახალი დებატები დაიწყო – ეს არასერიოზულია და ძირს უთხრის მოქალაქეების ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ", - თქვა შოლცმა.

როგორც ცნობილია, გერმანია უკრაინას 14 Leopard 2A6-ს გაუგზავნის. ამასთან, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, კიევი პარტნიორებისგან ჯამში 80-მდე ტანკს მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე