ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიის პრემიერ-მინისტრმა მიკოლაივის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულეს

საქართველო, თბილისი - 19:41 | 30.01.2023
ნანახია: 324

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა მიკოლაივის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, სადაც დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულეს.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და საავადმყოფოში ვიზიტის ვიდეოს აქვეყნებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა. მადლობა ყველა მედმუშაკს, რომლებიც ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ“, – წერს ზელენსკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე