პაკისტანში, მეჩეთში აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 15:01 | 30.01.2023
ნანახია: 262

პაკისტანის ქალაქ პეშავარში, მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაიჭრა. დაჭრილთა უმეტესობის მდგომარეობა მძიმეა. იუწყება reuters.

დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები, რომლებიც დილით მეჩეთში იყვნენ მისული. მეჩეთი პოლიციის ოფიცრების საცხოვრებელ კორპუსთან მდებარეობდა. აფეთქების მომენტში მეჩეთში 260 ადამიანი იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მაშველები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე