უკრაინა მოკავშირეებისგან დახმარების პირველ ეტაპზე 140-მდე ტანკს მიიღებს - დმიტრო კულება

საქართველო, თბილისი - 18:20 | 31.01.2023
ნანახია: 362

უკრაინა მოკავშირეებისგან დახმარების პირველ ეტაპზე 120-140 ტანკს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.

„შემიძლია აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებს 120-დან 140-მდე ერთეულ დასავლური მოდელის თანამდეროვე ტანკს -  Leopard 2-ს, Challenger 2-ს, M1 Abrams-ს, ასევე ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ Leclerc-საც“, - განაცხადა კულებამ.

კულებამ აღნიშნა, რომ ამჟამად სატანკო კოალიცია 12 მონაწილეს აერთიანებს. თუმცა ჯერ ადრეა ამ ქვეყნების დასახელება, რადგან ზოგიერთმა მათგანმა ჯერ კიდევ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილება. ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა განაგრძობს სატანკო კოალიცის გაფართოებაზე მუშაობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე