ყველაზე მძიმე ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის - ოლექსი დანილოვი

საქართველო, თბილისი - 10:27 | 01.02.2023
ნანახია: 340

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი არ გამორიცხავს მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში და ამბობს, რომ ყველაზე მძიმე ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.

ამის შესახებ დანილოვმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დანილოვი არ გამირიცავს, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრის წლისთავს, 24 თებერვალს დაამთხვევს ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ახალ, მასშტაბურ შეტევას.

"რუსეთი მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება, ყველა ძალას იკრებს და წვრთნებს ატარებს", - აცხადებს დანილოვი. მისი თქმით, ამ ფონზე უკრაინელი სამხედროები მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტისთვის ემზადებიან და დღეს დასავლელი პარტნიორებისგან აქვთ მნიშვნელოვნად მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ერთი წლის წინ.

მისი შეფასებით, ყველაზე მძიმე ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და მომდევნო ორი-სამი თვე გადამწყვეტი იქნება. დანილოვის განცხადებით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მის უკან დგას მთელი მსოფლიო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე