ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით უკრაინის შს ყოფილი მინისტრის, არსენ ავაკოვის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 01.02.2023
ნანახია: 379

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ბროვარის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, არსენ ავაკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

უკრაინული მედია წერს, რომ ჩხრეკა ბროვარიში სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ვერტმფრენის კატასტროფასთან დაკავშირებით ჩატარდა.

არსენ ავაკოვი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩხრეკა დაკავშირებულია მისი მინისტრობის პერიოდში ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვასთან.

"ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე ჩხრეკა დასრულდა. ეძებდნენ Airbus-თან ექვსი წლის წინანდელ კონტრაქტებს. ბუნებრივია, ვერაფერი იპოვეს. კონტრაქტებს მთავრობა და პარლამენტი ამტკიცებდა", - უთხრა ავაკოვმა ჟურნალისტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე