ბაიდენი და ზელენსკი შესაძლოა, ერთმანეთს თვის ბოლოს პოლონეთში შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 15:25 | 01.02.2023
ნანახია: 288

პოლონური მედიის ცნობით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შესაძლოა, თვის ბოლოს პოლონეთში შეხვდნენ.

შეხვედრის სავარაუდო ადგილად ქალაქები – ჟეშუვი და ვარშავა სახელდება.

მედიის წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი წარადგენს სამშვიდობო გეგმას და უკრაინის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

როგორც ცოტა ხნის წინ მედიის მიერ გავრცეებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი ევროპაში ვიზიტს უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის მხარდასაჭერად გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე