მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი მოკლას მიხეილ სააკაშვილი - ზელენსკი
საქართველო, თბილისი - 19:32 | 01.02.2023 ნანახია: 430
მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი მოკლას მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის სიტყვებით, პრესკონფერენციის დაწყებამდე მას სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გადასცეს.
„ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. მიხეილ სააკაშვილი, ის {ფოტოსურათები} დავით არახამიამ გადმომცა. მსურს, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება ის“, - თქვა ზელენსკიმ
„მიმაჩნია, რომ დღეს, საქართველოს ხელისუფლება მას კლავს. თქვენ იცით, რომ მათ ის მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სურს, რომ მედიამ ნახოს, როგორ აწამებენ უკრაინის მოქალაქეს.
„მსურს მედიამ ნახოს, რაც ხდება: საჯაროდ აწამებენ უკრაინის მოქალაქეს. მე არ ვსაუბრობ საკითხზე - რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკისა და დემოკრატიისათვის, ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ, მიმაჩნია, რომ {საქართველოს ხელისუფლებას} აქვს მიზანი - ის მოკლას“, - თქვა ზელენსკიმ.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















