ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 11:03 | 02.02.2023
ნანახია: 298

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა  დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 8. გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქს ისკანდერ-K ტიპის რაკეტებით შეუტიეს.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ცნობით, 8 დაშავებულიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. სამედიცინო დახმარება კი ჯამში 21-მა ადამიანმა მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, კრამატორსკის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 8 მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა, ერთი კი სრულად განადგურდა.

სამართალდამცველებმა ადგილობრივი სკოლის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს, სადაც თავშესაფრის პუნქტი იყო განთავსებული. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე