უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდება - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 14:19 | 02.02.2023
ნანახია: 309

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის შემდეგ „ანტირუსულ ცენტრი“ მოლდოვა გახდება.

მანამდე ლავროვს არაერთხელ განუცხადებია, რომ დასავლეთი ცდილობს მოლდოვა მეორე უკრაინად აქციოს - ქვეყნად ძლიერი ანტირუსული განწყობებით.

მისი თქმით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ატარებს რუსეთის მიმართ ღიად მტრულ პოლიტიკას და მზად არის წავიდეს ყველაფერზე დასავლეთის სასარგებლოდ.

მისი თქმით, სანდუს ნატო-ში გაწევრიანება სურს და აქვს რა რუმინეთის მოქალაქეობა, უნდა რომ გააერთიანოს მოლდოვა და რუმინეთი.   

ლავროვმა ასევე შეაფასა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პერსპეტქივა, წავიდნენ „უკრაინის გზით“.

მისი თქმით, ცენტრალურ აზიაში დასავლეთი ცდილობს დაამყაროს თავისი გავლენა, თუმცა გამოხმაურება არ აქვს, საქართველო კი დაინტერესებულია რუსეთთან მეგობრობით.

ლავროვი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე