დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 20:28 | 03.02.2023
ნანახია: 358

88 წლის ასაკში გარდაიცვალა დიზაინერი პაკო რაბანი. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

„პაკო რაბანიმ მოდის რადიკალური თვალთახედვით კვალი დატოვა მრავალ თაობებზე და მისი მემკვიდრეობა განაგრძობს სიცოცხლეს“, – ასე ეხმიანებიან რაბანის გარდაცვალებას დიზაინერის კომპანიაში.

პაკო რაბანი (ნამდვილი სახელი ფრანსისკო რაბანედა ი კუერვო) დაიბადა ბასკების ქვეყანაში, მაგრამ ძირითადად მუშაობდა საფრანგეთში.

მოდის დიზაინერი პაკო რაბანი ცნობილია ექსცენტრიული ტანსაცმლითა და სუნამოებით. ის ცნობილი გახდა 60-იან წლებში. რაბანის სამოსი ეცვა ბევრ კინოვარსკვლავს, მათ შორის ოდრი ჰეპბერნსა და ჯეინ ფონდას.

გავრცელებული ცნობით, რაბანი საფრანგეთში, სახლში გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე