პორტუგალია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის

საქართველო, თბილისი - 17:22 | 04.02.2023
ნანახია: 357

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ პორტუგალია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის.

ანტონიუ კოშტას არ დაუზუსტებია, როდის და რა რაოდენობის ტანკები გადაეცემა კიევს.

კოშტამ აღნიშნა, რომ პორტუგალია ამჟამად გერმანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ მოიპოვოს ნაწილები, რომლებიც აუცილებელია პორტუგალიის არსენალში არსებული Leopard-ის ტიპის რამდენიმე ტანკის შესაკეთებლად.

პორტუგალიას არმიის შეიარაღებაში Leopard 2A6-ის 37 ტანკი აქვს, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, მათი უმეტესობა უმოქმედოა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე