აშშ-ში ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბურთი ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 05.02.2023
ნანახია: 334

აშშ-ში ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბურთი კაროლინას სანაპიროსთან ჩამოაგდეს.

სააგენტო AP news-ის ცნობით, საჰაერო ბურთი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის ამერიკის საიდუმლო სამხედრო ობიექტების თავზე გამოჩნდა.

აშშ-ის ტერიტორიულ წყლებში ბურთის ნამსხვრევების ამოსაღებად ოპერაცია ჩატარდა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინურ საჰაერო ბუშტზე დასმულ შეკითხაზე  განაცხადა: „ჩვენ ვიზრუნებთ მასზე“.

 ვაშინგტონის განცხადებით,  საჰაერო ბურთი სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებით აშშ-ის ტერიტორიული წყლების თავზე ჩამოაგდეს. თავდაცვის უწყების ცნობით, აეროსტატი F-22-ის ტიპის თვითმფრინავმა ერთი რაკეტით ჩამოაგდო.

ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ საჰაერო ბურთი ჯაშუშური მიზნებისთვის გამოიყენება და აცხადებს, რომ ეს იყო გეზს აცდენილი მეტეოროლოგიური ხომალდი.

აეროსტატის ჩამოგდების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და პროტესტი გამოთქვა აშშ-ის მიერ სამოქალაქო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.

აშშ-ის თავზე გამოჩენილი ჩინური საჰაერო ბურთის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე