ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებში ჩამოწოლილ ზვავს ათი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 21:03 | 05.02.2023
ნანახია: 375

ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებში ჩამოწოლილ ზვავს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სხვადასხვა კურორტებზე ბოლო ორ დღეში დაღუპულთა შორის არიან ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან.

ავსტრიის ხელისუფლებამ მაღალმთიან რაიონებში ქარისა და უხვი ნალექის გამო ზვავსაშიშროების საფრთხე გამოაცხადა.

ავსტრიის პოლიციის მიერ გავრცელებული ცნობით, უქმე დღეებში ტიროლის რეგიონში ხუთი ადამიანი დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე