თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 920-ს აღემატება, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 10:57 | 07.02.2023
ნანახია: 327

თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. ბიძგები იყო თურქეთის ათამდე პროვინციაში, მათ შორის გაზიანთეფში, დიარბაქირში, ადანაში, სანლიურფაში, ჰათაიში, მალათიასა და ქილისში. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

ქვეყანაში დაფიქსირდა 243 განმეორებითი ბიძგი, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა. დაინგრა 6 200-ზე მეტი შენობა.

თურქეთის მეზობელ სირიაში ძლიერ მიწისძვრას ბოლო მონაცეებით, 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე