სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 290-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 07.02.2023
ნანახია: 321

სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 290-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტიქიას, სულ მცირე, 593 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის პროვინციებში, დაშავებულია 1 411-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რაიონებში, რომელსაც ამბოხებულები აკონტრლებენ, მიწისძვრას, სულ მცირე, 700 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 2000-ზე მეტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე