ბაიდენი პოლონეთში, სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს ჩავა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 07.02.2023
ნანახია: 293

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკვშირებით, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ჩავა. ინფორმაციას NBC News წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების წყაროს ცნობით, ვიზიტი საბოლოოდ შეთანხმებული არ არის და გეგმები, შესაძლოა, შეიცვალოს.

ჯერჯერობით უცნობია ჩავა თუ არა ბაიდენი ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარტინ პშიდაჩმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა, დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი პოლონეთს უახლოეს ხანებში ეწვევა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე