თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 381-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 07.02.2023
ნანახია: 324

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 381-მდე გაიზარდა.

სტიქიის შედეგად დაშავებულია 20 426 ადამიანი.

ორი ძლიერი მიწისძვრა და 185 ბიძგი თურქეთის 11 პროვინციაში, მათ შორის მალათიაში, შანლიურფაში, ოსმანიესა და დიარბაქირში იგრძნობოდა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრებმა თურქეთში 5 600-ზე მეტი შენობა დაანგრია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში  7 800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
 
ქვეყანაში შვიდღიანი გლოვაა გამოცხადებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე