თურქეთში მორიგი მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 07.02.2023
ნანახია: 311

მორიგი მიწისძვრა თურქეთში. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ცნობით, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრა ქალაქ მალათიადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 34 კმ-ში მოხდა.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ  240-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 381-მდე გაიზარდა  დაშავებულია  20 426 ადამიანი. დაინგრა 6 200-ზე მეტი შენობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე