მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელები უკან გაიწვია
საქართველო, თბილისი - 18:26 | 07.02.2023 ნანახია: 550
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე საქმისწარმოება შეწყდა. ამის შესახებ საკონსტიტუციოს მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებებშია საუბარი.
განცხადების თანახმად, 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის, ანუ მთავრობის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობამ 2022 წლის 10 ივნისს მიმართა - საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელი განსახილველად 24 ივნისის მიიღო. მთავრობა ითხოვდა განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მთავრობა აცხადებდა, რომ გასული ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები.
მეორე სარჩელით საკონსტიტუციოს მთავრობამ 16 აგვისტოს მიმართა - მთავრობა აცხადებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე უარის თქმით, ანუ საქართველოს მთავრობის წარდგინების უარყოფით, პირდაპირი ფორმით შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. მთავრობის პოზიციით, "საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობიდან თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რის უფლებამოსილებასაც მას საქართველოს კონსტიტუცია არ ანიჭებს".
თავდაპირველად პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნის საკითხის გამო დაიწყო - თავის დროზე მის დანიშვნას ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ აშშ-ში მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ლოგიკურია", საქართველოს მთავრობას პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი გაეწვია.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















