თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 7 900-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 09:49 | 08.02.2023
ნანახია: 373

CNN-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 900-ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში სულ მცირე, 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, 34 810 - დაშავდა, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს აღემატება.

ადგილზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.

მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება - მხოლოდ თურქეთში, მაშველებს ადამიანების ამოყვანა 3000-მდე დანგრეული შენობიდან მოუწევთ.

ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე