ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 08.02.2023
ნანახია: 340

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა მისი მეორე საერთაშორისო ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ.

მანამდე, პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე