სირიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან ახალშობილი გამოიყვანეს, დედა დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 08.02.2023
ნანახია: 293

8 თებერვალს მაშველებმა სირიაში, ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან ახალშობილი გოგონა გამოიყვანეს.

ახალშობილის დედამ სტიქიის შემდეგ, ნანგრევებში მალევე იმშობიარა და დაიღუპა. ბაშვის მამა და 4 და-ძმაც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ. ახალშობილი ინკუბატორში გადაიღეს.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას სირიაში 2 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე