უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 08.02.2023
ნანახია: 398

უკრაინამ თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო-სამაშველო ოპერაციებში ჩასართავად 87 მაშველი გაგზავნა. 

მთავრობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, სამძებრო-სამაშველო რაზმი გაგზავნოს თურქეთში „ან-32“-ის და „ან-26-ის“ თვითმფრინავებით და საავტომობილო ტრანსპორტით. გაგზავნილ 87 ადამიანს შორის თვითმფრინავების ეკიპაჟების 10 წევრია.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 950-ს გადააჭარბა. დაშავებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე