თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8 574-მდე გაიზარდა, სირიაში - 2 662-მდე

საქართველო, თბილისი - 16:14 | 08.02.2023
ნანახია: 335

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თურქეთში მსხვერპლის რიცხვი 8 574-ია, ხოლო სირიაში 2 662-ს შეადგენს.

თურქეთში ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 50 000-ს აღემატება.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან  7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, სტიქიას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე