თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9 057-მდე გაიზარდა - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 21:01 | 08.02.2023
ნანახია: 356

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9 057-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰათაისში ყოფნისას განაცხადა.

ერდოღანი სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება. ჰათაიში ჩასვლამდე ის ქაჰრამანმარაშში იმყოფებოდა.

ერდოღანის თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 60 000 უცხო ქვეყნის მოხალისე-მაშველია ჩართული. თურქეთის პრეიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას უთხრა, რომ ახალი საცხოვრებელი სახლები ერთი წლის ვადაში აშენდება. ამასთან, აღნიშნა, რომ თითოეული დაზარალებული ოჯახი მთავრობისგან დახმარების სახით 10 ათას ლირას მიიღებს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე