არაფერია გამორიცხული – რიში სუნაკი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე

საქართველო, თბილისი - 23:20 | 08.02.2023
ნანახია: 306

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს არ გამორიცხავს. "არაფერია გამორიცხული", - თქვა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციისას.

„როდესაც საუბარია ავიაგამანადგურებლებზე, რა თქმა უნდა, ისინი მოლაპარაკების ნაწილია. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ დღეს, რომ გავწვრთნით უკრაინის საჰაერო ძალებს ნატო-ს სტანდარტების პლატფორმებზე", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი, ბრიტანეთის გარდა მოკავშირეებზეც არის დამოკიდებული.

მანამდე სუნაკმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ, ბენ უოლსს დაავალა, გადახედოს, თუ რა თვითმფრინავების გადაცემა შეუძლია ქვეყანას უკრაინისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე