აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის გზა სახლისკენ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს მიმართა

საქართველო, თბილისი - 16:47 | 09.02.2023
ნანახია: 375

მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის გზა სახლისკენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იზიარებს ევროპის და არა რუსეთის ღირებულებებს, რომელიც უკრაინის წარსულში დაბრუნებას ცდილობს.

"ევროპული ცხოვრების წესია პლურალიზმი, აზრთა მრავალფეროვნება, თანასწორობა, თავისუფალი პროტესტის უფლება და ტერიტორიული საზღვრები, რომლებიც არ ირღვევა. ეს არის ჩვენი ევროპა, ეს არის ჩვენი წესები, ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი და უკრაინისთვის ეს არის გზა სახლისკენ. მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის გზა სახლისკენ. რუსეთი აწარმოებს ტოტალურ ომს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ ისეთი დიქტატორული რეჟიმების დახმარებით, როგორიცაა ირანი“, – განაცხადა ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა, რომელიც იმარჯვებს, გახდება ევროკავშირის წევრი.

"უკრაინა, რომელიც იმარჯვებს გახდება ევროკავშირის წევრი, იმ ევროკავშირის, რომელიც იმარჯვებს. უკრაინამ და ევროკავშირმა თავიანთი ძალა აშკარა გახადეს თავიანთი პრინციპული და ენერგიული მიდგომით – ჩვენ, ყველანი თანაბარი ვართ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე