ზელენსკიმ უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილებების შესახებ განაცხადა

საქართველო, თბილისი - 19:08 | 09.02.2023
ნანახია: 381

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემასთან  დაკავშირებით გარკვეული პოზიტიური გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი. მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინას გადასეს საბრძოლო თვითმფრინავები.

 „გამანადგურებებლთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პოზიტიური გადაწყვეტილებები, რომლებიც კულისებს მიღმა დარჩება, რადგან არ გვსურს რუსეთის ფედერაცია სრულად მოვამზადოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე გააკეთა მინიშნება, რომ ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ არსებობს პროგრესი უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის გადაცემის შესახებ.

 ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

 „უკრაინისთვის შორი მომქედების იარაღისა და გამანდაგურებლების გადაცემის საკითხი, სავარაუდოდ, გადაიჭრება. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - წერს ერმაკი ტელეგრამ-არხზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე